EBRD-ის წარმომადგენლები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას გაეცვნენ
20.08.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები ანაკლიაში შეხვდნენ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორ ფრანსის მალიჟსა და კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის წარმომადგენლობის დირექტორ ბრუნო ბალვანერას, სადაც განხილულ იქნა ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობის პერსპექტივები.