ბათიმეტრული კვლევები
05.08.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“  საქართველოს ტერიტორიული წყლების სამხრეთ ნაწილში ჩაატარა ბათიმეტრული კვლევები „SURVEY” კატამარან „გაგრა“–თი. მრავალსხივიანი ექოლოტით  შესწავლილი იქნა; სარფის ტრავერსზე 10 730 914 მეტრ კვადრატი, ბათუმის მცირე პორტის 935 751,7 მეტრ კვადრატი, ჩოროხი ბურუნტაბიას ტრავერსზე 36 913 422,6 მეტრ კვადრატი ზღვის ფართზე არსებული სიღრმეები და დასურათებული იქნა ზღვის შელფი. ამით დასრულდა სამუშაოების პირველი ეტაპი, კვლევები კვლავ განახლდება სხვა საზღვაო რაიონებში,  აღსანიშნავია, რომ საქართველოს შავი ზღვის მონაკვეთი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ შესწავლილა, მიღებულ მონაცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.