გრძელდება მუშაობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილების ცვლილებებზე
28.07.2015

გრძელდება მუშაობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილების ,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ ცვლილებებზე. მორიგი შეხვედრა შედგა ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის, სანაპირო დაცვისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურის, და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები . სახელმწიფო უწყებებმა კომპეტენციის ფარგლებში გადაინაწილეს სამუშაო გეგმები , რომელიც მომდევნო შეხვედრაზე ერთობლივად უნდა განიხილონ.