ჰიდროგრაფიულ სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გეგმიური შიდა ატესტაცია ჩატარდა
24.07.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“–ს სინოპტიკური განყოფილების პერსონალის მომზადებისა და ტექნიკური სწავლების ჩატარების პროცესის პროცედურის ფარგლებში, სინოპტიკურ განყოფილებაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა გეგმიური შეხვედრა, რომელიც მოიცავდა პერსონალის ინსტრუქტაჟსა და ტესტირებას. კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ყოველ კვარტალში ერთხელ მიმდინარეობს.