საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ბათუმის მცირე პორტში სანავიგაციო ნიშნები განათავსა
23.07.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს  სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა  სამსახურმა“ ქალაქ ბათუმში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებისათვის აშენებულ მცირე ზომის პორტში, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განათავსა სანავიგაციო ნიშნები. სულ განთავსებულ იქნა ზღვაზე ერთი კარდინალური და ერთი ლეტალური, ხოლო ხმელეთზე 3 ერთეული სახმელეთო სანავიგაციო ნიშანი.