საქართველო სანავიგაციო ტელექსის (NAVTEX) იმპლემენტაციისთვის ემზადება
17.07.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამასახური“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ახორციელებს რადიო ნავიგაციური ტელექსის NAVTEX-ის სისტემის დანერგვაზე მუშაობას. აღნიშნულ სისტემას საქართველოსთვის ამზადებს ნორვეგიული კომპანია "ARLO MARITIME". საქართელოსათვის სახელმწიფი ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სისტემის მწარმოებელ ქარხანაში და დაესწრნენ NAVTEX-ის სისტემის ქარხნული ტესტირების პროცესს, რაც გულისხმობს სისტემის საბოლოო ინსტალაციამდე ყველა ტექნიკური მახასიათებლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გადამოწმებას.