ბათუმში ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
08.07.2015

მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიხსნა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების მე-19 კონფერენცია, რომელსაც დაესწრო 23 ქვეყნის 60-მდე დელეგატი. აღნიშნულ კონფერენციას კოორდინირება გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა".

კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში საზღვაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასა და საზღვაო-სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების შექმნისას ზონების ლიმიტაციასთან (საზღვრის გადანაწილება) დაკავშირებული საკითხები, ასევე მსოფლიოს ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებული თემები.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველო აღნიშნულ კონფერენციას უმასპინძლა საერთშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, რაც აღინიშნა საქართელოს სახელმწიფო დროშის გახსნის ცერემონიალითა და საერთაშრისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დირექტორის მუსტაფა იფტესის მიერ საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის" საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სპეციალური სიმბოლიკის გადმოცემით.