26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
02.06.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავისი საქმიანობის საზოგადოებისათვის წარმოსაჩენად მოაწყო სტენდი, სადაც გამოიფინა სანავიგაციო ნიშნის შუქურას მაკეტი, საზღვაო სანავიგაციო და ანაკლიის კანიონის რუკები. საზოგადოებას ასევე მიეცა შესაძლებლობა სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე პროექტორის საშუალებით გაცნობოდა ანაკლიის კანიონის სკანირებულ ვერსიას 3D ფორმატში.