ჰიდროგრაფიული სამსახური ქალაქ ბათუმში უკრაინულ–ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო
22.05.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური, როგორც კერძო ინვესტიციების ხელშეწყობის პროცესში ჩართული სახელმწიფო ორგანიზაცია მიწვეულ იქნა ქალაქ ბათუმში გამართულ უკრაინულ–ქართულ ბიზნეს კონფერენციაზე და საერთაშორისო ქალთა ბიზნეს ფორუმზე ‘’EUROWOMAN 2015”, სადაც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო გარემო და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სიტუაციური ანალიზი გენდერულ ჭრილში. ჰიდროგრაფიულ სამსახურში დასაქმებულთა 36 % ქალბატონები შეადგენენ, რაც სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ფორუმი მეტად საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.