ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები ახალ შინაგანაწესს გაეცვნენ
06.05.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა თანამშრომლებს დირექციის მიერ დამტკიცებული სამსახურის ახალი შინა განაწესი წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში წარიმართა საინტერესო დისკუსია.