ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ქ. ბათუმში სანაპირო დავცვის მცირე პორტის მშენებლობა დაათვალიერა
06.05.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლებმა ქ. ბათუმში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის მშენებარე მცირე პორტის ტერიტორიაზე განახორციელეს აზომვითი სამუშაოები და კოორდინატების განსაზღვრა შემდგომში უსაფრთხო ნავიგაციისათვის საზღვაო მარკირების უზრუნველსაყოფად.