ჰიდროგრაფიული სამსახურის მორიგი ქველმოქმედება
06.05.2015

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა გამოიჩინეს ინიციატივა და გამოეხმაურნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბატიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს, რომელიც ქალაქ თბილისში კონიანკის დასახლებაში მიტოვებულ შენობას უმძიმეს პირობებში აფარებს თავს. კოლექტივმა პირადი სახსრებით გაუწია ოჯახს მატერიალური დახმარება და ასევე საჩუქრად გადასცა მათთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთი (სარეცხი მაქანა).