"საზაფხულო სამუშაო"
20.07.2012

2012 წლის 20 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეწვივნენ სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გაივლიან სასწავლო ტრეინინგებს.

ეს პროექტი "SUMMER JOB" საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით განახორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ზაფხულის არდადაგების პერიოდში სტუდენტთა დასაქმებას. პროექტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ანაზღაურებადი სამუშაო (500 ლარის ოდენობით) და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ გააფართოვებს მათი დასაქმების შესაძლებლობას. 

პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადაგების პერიოდში 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება