ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები კვალიფიკაციას იმაღლებენ
06.05.2015

ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამსახურის უმთავრესი ფუნქციაა, რაც ბუნებრივია მოითხოვს კვალიფიციური კადრების არსებობას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული კვლევისა და კორექციის განყოფილების თანამშრომლებმა სპეციალურად შედგენილი პროგრამით გაიარეს ტრენინგები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.