მორიგი ინვესტორთა ჯგუფი ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობა
06.05.2015

გრძელდება დაინტერესებული კომპანიების მიერ ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობის გაცნობა.  დღეს, 2015 წლის 23 მარტს ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორთან ერთად ანაკლიაში ქართულ-ჩინური კონსორციუმის რიგით მეორე შეხვედრაზე. ინვესტორებმა დაათვალიერეს მომავალი პორტის სანაპირო ზოლი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ანაკლიის კანიონისა და მშენებლობისას გასათვალისწინებელ დეტალებზე, აგრეთვე გაეცვნენ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებულ რუკებს . ზემოაღნიშნული ტერიტორია ადგილზე უკვე დაათვალიერეს BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა, დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა ანაკლიას. პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.