საქართველოს მთვრობის 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუშა შეხვედრა გაიმართა
06.05.2015

2015 წლის 11 მარტს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში გაიმართა  2 მორიგ2ი მუშა შეხვედრა ,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ჰიდროგრაფიული სამსახურის, საზღვაო ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს წინა შეხვედრებზე დასმული საკითხები და მათთან დაკავშირებით შემუშავებული სქემები, აგრეთვე ისაუბრეს სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე.