ინვესტორები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან
06.05.2015

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. 2015 წლის 4 მარტს სსიპ ჰიდროგრაფიული სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორის, „კონტი ჯგუფისა“ და ქართული „თიბისი ჰოლდინგისგან“ დაკომპლექტებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. ინვესტორები დაათვალიერეს ანაკლიის სანაპირო ზოლი და ეგრეთვე გაეცვნენ ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებულ რუკას , რომელზეც პორტის მშენებლობისას გასათვალისწინებელი სპეციფიკური  დეტალებია ასახული. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდა ორი კომპანია, კერძოდ, 28-29 იანვარს ანაკლიას სტუმრობდნენ კომპანია BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-ს წარმომადგენლები, ხოლო 26-27 თებერვალს გაიმართა შეხვედრები ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-ს წარმომადგენლებთან. ახლო მომავალში ანალოგიური შეხვედრები იგეგმება ანაკლიის პორტის მშენებლობის სხვა პრეტენდენტ ინვესტორებთან.