ჰიდროგრაფიული სამსახური ევროკავშირის ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
06.05.2015

2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიის, სუფსის, ყულევისა და ბათუმის ნავთობტერმინალის, საქართელოს სანაპირო დაცვის, თევზჭერისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში ევროკავშირის მიერ გამართული ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მიზანია შავიზღვისპირა ქვეყნებში ადგილობირივი ექსპერტებისა და სათანადო უწყებების მეშვეობით შეისწავლოს არსებული საკითხები (საზღვაო უსაფრთხოება, თევზჭერა, ნავთობისა და გაზის საზღვაო ტრანსპორტირება, გარემო პირობები, ტურიზმი და სხვ. ) და გაუწიოს მხარდაჭერა ქვეყნებს ნაციონალური საზღვაო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრირებას ევროკავშირის საზღვაო პოლიტიკასთან. პრეზენტაციის დასასრულს უწყებებმა ერთმანეთს გაუზიარეს დარგობრივად არსებული მიღწევები და პრობლემები და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის დადებით მხარეებზე თავიანთ საქმიანობასთან მიმართებაში. ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა თავის მხრივ წარმოადგინა საზღვაო უსადფრთხოების უზრუნველყოფის მუშაობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები რაც საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა პროექტის ორგანიზატორებისათვის.