ტრენინგი ბათიმეტრიული კვლევების შესახებ
06.05.2015

ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილებაში გაიმართა ტრეინინგი, რომელიც მოიცავდა ბათიმეტრიული (ზღვის სიღრმეების) კვლევებისას წარმოქმნილ სირთულეებს და გასათვალისწინებელ სტანდარტებს. შეხვედრის ბოლოს კარტოგრაფებმა ერთმანეთს გაუზიარეს მრავალწლიანი გამოცდილებით შეძენილი უნარები და სამუშაო პროცესის განვითარების სამომავლო საფეხურები. ტრეინინგს წარმატებით და საინტერესოდ უძღვებოდნენ ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი და განყოფილების უფროსი. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ანალოგიური ტრეინინგები სისტემატურად ჩატარდება ჰიდროგრაფიული სამსახურის განყოფილებებში მიმართულებების მიხედვით.