2012 წლის 16 ივლისი
18.07.2012

2012 წლის 16 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში სტუმრად იმყოფებოდნენ  სხვადასხვა ტელეკომპანიის, ჟურნალ გაზეთებისა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები,  რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ქალაქ ფოთში მდებარე შუქურას ისტორიით, მათ აღნიშნეს, რომ შუქურა ამიერიდან გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც პრაქტიკული სანავიგაციო უსაფრთხოების კუთხით, ასევე დასათვალიერებელ სანახაობრივი, ტურისტული დატვირთვითაც.  ფოთის შუქურა ერთ–ერთი იმ შენობათაგანია, რომელიც მე–19 საუკუნიდან ამშვენებს ჩვენს ზღვისპირა ქალაქს. ის არამარტო სტრატეგიულიო ობიექტია, არამედ ნებისმიერი ფოთელისათვის ორიენტირის მიმცემია. ფოთის შუქურამ რიგით უკვე მე–3 საუკუნეში შეაბიჟა. 2012 წელს მას 150 წელი შეუსრულდა. შუქურის სიმარლე 39,8მ–ია, ის აწყობილია თუჟის ფილებისაგან. შუქურა დამზადებულია ინგლისში 1862 წელს ინგლისური კომპანია „EASTON AMOS @ SONS” მიერ.