ვიზიტი ლონდონში
22.06.2012

2012 წლის 10 მარტს, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის   თანამშრომლები, მიწვეულ იქნენ საზღვაო ტექნოლოგიების მწარმოებელი დანიური კომპანია ,,Reson” მიერ, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში, კონფერენციაზე. კომპანია რესონის მიერ წარმოდგენილ იქნა უახლესი ტექნოლოგიები და მოხდა მათი პრაქტიკული დემონსტრირება.  აღსანიშნავია რომ, უახლეს ტექნოლოგიებს შორის  წარმოდგენილ იქნა მრავალსხივიანი ექოლოტი ,,sea beat-7125“, რომელიც ჩვენს სამსახურს  უკვე გააჩნია.  პრაქტიკული  დემონსტრირების დროს ზემოაღნიშნულმა დანადგარმა, დიდი მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს შორის და ასევე გაკვირვება იმისა, რომ საქართველოს უკვე გააჩნია აღნიშნული ხელსაწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა აწარმოა მოლაპარაკებები მსოფლიოში ლიდერ კომპანიებთან საჭირო პროდუქტის შესაძენად.